„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №684 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1192
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №684 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1192

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

 „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №684 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შე­საბამისად, „შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ მიერ გან­სახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №684 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირ­ველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ და „ნ“ ქვეპუნქტები:

„მ) თელავის მუნიციპალიტეტში გულგულა-ნაფარეულის 11 კმ-იანი და­­ბალი წნევის გაზსადენის მშენებლობა და ავტომატური გაზგამანაწილე­ბელი სადგურის მოწყობა;

ნ) გურჯაანისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში გურჯაანი-აფენი­კა­ბალის მიმართულებით 27 კმ-იანი დაბალი წნევის გაზსადენის მშენებლობა და ავტომატური გაზგამანაწილებელი სადგურის მოწყობა.“.

 

 პრემიერ-მინისტრი                              ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია