არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1191
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1191

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ  

1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ – ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ყურძნის ქართული ტრადიციული ჯიშების პოპულა­რი­ზა­ციისათვის ვენახების გაშენებისა და სხვა ღონისძიებების უზრუნ­ველ­ყოფის მიზნით „მევენახეობის განვითარების ღონისძიებების“ (პროგრამული კოდი – 37 03 04) ქვეპროგრამის ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან    1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი მიმართოს არასამეწარმეო (არა­­კომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეო­ბის განვითარე­ბის ფონდის ანგარიშზე.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებ­რივი და სა­ზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუ­ფერ­ხებლად ჩატარების მიზნით, განკარგულების პირველი პუნქტით გათვა­ლის­წინებული ღონისძიებებისათვის საჭირო სახელმწიფო შესყიდვები გან­ხორ­ციელდეს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

 

  პრემიერ-მინისტრი                                                          ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია