საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1183
2012 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
მესტიის შემოვლითი გზის მშენებლობის ნებართვის გამარტივებული წესით გაცემის შესახებ
„ მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 39- ე მუხლის მე -5 პუნქტის შესაბამისად , ქვეყნისთვის განსაკუთრებული სოციალურ - ეკონომიკური მნიშვნელობიდან გამომდინარე , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – ტექნიკურმა და სამშენებლო ინსპექციამ, წარდგენილი , სათანადოდ შეთანხმებული საპროექტო დოკუმენტაციისა და გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, გამარტივებული წესით გასცეს მესტიის შემოვლითი გზის მშენებლობის ნებართვა .
პრემიერ - მინისტრი ნიკა გილაური