სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლების გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1174
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლების გაცემაზე თანხმობის მიცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1174

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლების გაცემაზე  თანხმობის მიცემის შესახებ

   1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კა­ნო­ნის 36-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა სა­ქართველოს თავ­დაც­ვის სამინისტროს, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით კერძო სამართლის იური­დიულ პირებს მისცეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბა­ლანსზე რიცხული უძრავი ქონებით აუქციონის გარეშე უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება, ანძებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობი­ლო­ბების განთავსების მიზნით.

   2. განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული უძრავი ქონებით უსასყიდლოდ სარგებლობა განხორციელდეს იმ პირობით, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საჭიროების შემთხვევაში უსა­სყიდლოდ განათავსებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარგებ­ლობაში არსებულ მოწყობილობებს ამ კერძო სამართლის იურიდიული პირების კუთვნილ (მათ შორის, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ქონებაზე განთავსებულ) ანძებსა და მასთან დაკავ­ში­რებულ მოწყობილობებზე.

 

   პრემიერ-მინისტრი                          ნიკა გილაური

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია