საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1173
2012 წლის 18 ივნისი
ქ. თბილისი
EFTA-ს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის პროექტის მოწონებისა და მასზე ხელმოწერის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე
1. მოწონებულ იქნეს EFTA-ს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ ერთობლივი დეკლარაციის პროექტი.
2. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის შესაბამისად, მიენიჭოს უფლებამოსილება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრ ვერა ქობალიას, რათა საქართველოს მთავრობის სახელით ხელი მოაწეროს დეკლარაციის პროექტს „EFTA-ს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შესახებ“.
პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური