საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1171
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-18
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-18
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1171

2012 წლის 18 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

  „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუ­ხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს განათ­ლე­ბისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლებელთა პრო­ფესი­ული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სახელმწიფოებრივი და საზო­გა­დო­ებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შე­უ­ფერ­ხებლად ჩატარებისა და უცხოელ მოხალისე მასწავ­ლე­ბელთა შერჩე­ვისა და საქარ­თვე­ლოში ჩამოყვანის მიზნით, გამარტი­ვებუ­ლი შესყიდვის საშუალებით განახორციელოს უცხოური კომპანია „LoveTEFL“-ისაგან ინ­გლი­სუ­რენოვანი მოხალისეების შერჩევასთან დაკა­ვ­შირებული მომსახუ­რების სახელმწიფო შესყიდვა, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუ­ჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქარ­თველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ – მასწავლე­ბელთა პროფესიული განვითა­რების ეროვ­ნული ცენტრისათვის გამოყო­ფილი ასიგნებებიდან ( პროგრა­მუ­ლი კოდი – 32 02 02).

 

     პრემიერ-მინისტრი                           ნიკა გილაური

 

 

 

 

კრებსითი — სრული ვერსია