სვანეთის რეგიონის განვითარებისა და მესტიის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით მიმდინარე პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1121
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სვანეთის რეგიონის განვითარებისა და მესტიის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით მიმდინარე პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1121

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

სვანეთის რეგიონის განვითარებისა და მესტიის მუნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით მიმდინარე პროექტების განხორციელების გადაუდებელ ღონისძიებათა შესახებ

1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავ­რობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკიცებული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, სვანეთის რეგიონის განვითარებისა და მესტიის მუ­ნიციპალიტეტში ტურისტული ინფრასტრუქტურის შექმნის მიზნით მიმ­­დინარე პროექტების განხორციელების უზრუნველსაყოფად, საქარ­თვე­ლოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სა­მარ­თლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სააგენტომ უზ­რუნ­­ველყოს მესტიის სატყეო უბანში 3 500 (სამი ათას ხუთასი) მ3 შესაბა­მისი მერქნული (სამასალე) რესურსის მისაღებად საჭირო ტყეკაფის (I ხა­რისხის ხეები) გამოყოფა მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობისათვის.

2. მესტიის მუნიციპალიტეტის გამგეობამ ზემოაღნიშნული 3 500 მ3 მერქნული რესურსის დამზადების შედე­გად მიღებული სათბობი შეშა გა­მო­­ი­­ყე­ნოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური მოთხოვნების დასაკ­მა­ყო­ფი­ლებლად.

3. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინის­ტროს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – ბუნებრივი რესურსების სა­ა­­გენტომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, უსასყიდ­ლოდ უზრუნველყოს დადგენილი წესით ტყეკაფ(ებ)ის მონიშვნა მესტიის მუ­ნი­ციპალიტეტის გამგეობისათვის.

 

პრემიერ-მინისტრი                             ნიკა გილაური

კრებსითი — სრული ვერსია