საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამასალე მერქნის დასამზადებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
1161
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-06-13
გამოქვეყნების თარიღი
2012-06-13
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამასალე მერქნის დასამზადებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1161

2012 წლის 13 ივნისი

ქ. თბილისი

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის სამასალე მერქნის დასამზადებლად გასატარებელი ღონისძიებების შესახებ

1. „ტყითსარგებლობის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 20 აგვისტოს №242 დადგენილებით დამტკი­ცე­ბული „ტყითსარგებლობის წესის“ მე-4 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-10 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს თავდაცვის სამინი­სტროს გამოეყოს საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბუნებრივი რე­სურსების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ გორის სატყეო უბან­ში 500 მ3 მერქნული რესურსის (I ხარისხის ხეების (სამასალე)) მისა­ღებად საჭი­რო ტყეკაფ(ებ)ი.

2. საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამი­ნისტ­როს საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა ­– ბუნებრივი რესურ­სების სა­აგენტომ, ამ განკარგულების პირველი პუნქტის შესაბამისად, უსასყიდ­ლოდ უზრუნველყოს დადგენილი წესით ტყეკაფ(ებ)ის მონიშვნა საქართ­ვე­ლოს თავდაცვის სამინისტროსათვის.

3. ამ განკარგულების შესაბამისად 500 მ3 მერქნული რესურ­სის დამ­ზა­­დე­ბის შედეგად მიღებული სათბობი შეშა საქართველოს თავდაცვის სამი­ნისტროს მიერ გამოყენებულ იქნეს საკუთარი მიზნებისათვის (სათბო­ბად).

                  

პრემიერ-მინისტრი             ნიკა გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია