საქართველოს მთავრობის
განკარგულება №354
2012 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილი სი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ქალაქ ბერლინში ჯგუფ „შინის“ მონაწილეობით ქართული ფოლკლორის კონცერტის მოწყობასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით , „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
2 . „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21 - ე მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად და „გამარტივებული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის № 9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე - 19 მუხლის მე - 12 პუნქტის გათვალისწინებით, ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე -19 მუხლის მე -7 პუნქტითა და 21- ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები .
პრემიერ - მინისტრი ნ . გილაური