საქართველოს მთავრობის
განკარგულება №351
2012 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილი სი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1 . „ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ ტურიზმის სასწავლო ცენტრისათვის საკონსულტაციო , საერთაშორისო და ადგილობრივი სატრენინგო მომსახურების, ასევე ამავე ცენტრის გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო საქონლისა და მომსახურების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .
2 . „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 21 - ე მუხლის მე - 4 პუნქტის შესაბამისად და „გამარტივებული შესყიდვის , გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის № 9 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე - 19 მუხლის მე - 12 პუნქტის გათვალისწინებით , ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრულ ი მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით გასაფორმებელი ხელშეკრულებების მიმართ არ გავრცელდეს ზემოაღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესის მე -19 მუხლის მე -7 პუნქტითა და 21- ე მუხლით დადგენილი მოთხოვნები .
პრემიერ - მინისტრი ნ . გილაური