,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
137
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2005-08-11
გამოქვეყნების თარიღი
2006-03-16
სარეგისტრაციო კოდი
400.010.010.10.003.000.271
,,ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე”

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №137

2005 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე

„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით:

1. დამტკიცდეს ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ თანდართული დებულება.

2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 პრემიერ-მინისტრი ზ. ნოღაიდელი

შეტანილი ცვლილებები:

1.საქართველოს მთავრობის  2006 წლის 12 მარტის დადგენილება №62-სსმIII, №35, 17.03.2006წ., მუხ.428

დ ე ბ უ ლ ე ბ ა

ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესისა და პირობების შესახებ

 

 მუხლი 1. დებულების მიზანი და რეგულირების სფერო

 1. დებულება ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემის წესის შესახებ შემუშავებულია “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის საფუძველზე და ამ კანონის შესაბამისად.

 2. დებულების მიზანია „წყლის შესახებ’’ საქართველოს კანონში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების შეტანამდე ამ სფეროში “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების (შემდგომში – ნებართვები) გაცემის წესისა და პირობების დადგენა.

    მუხლი 2. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანო      

1. ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგა-ნოა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო ,,აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოსათვის ლი-ცენზიისა და ნებართვების გაცემის უფლებამოსილების დელეგირების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 26 იანვრის №21 დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში – აგრეთვე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველო (შემდგომში – სამმართველო).

2. ნებართვის გაცემის უფლებამოსილება სამინისტრომ შეიძლება მიანიჭოს თავის ტერტორიულ ორგანოებს.

3. ნებართვის გამცემი სამინისტროს ტერიტორიული ორგანოები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანებით.

საქართველოს მთავრობის  2006 წლის 12 მარტის დადგენილება №62-სსმIII, №35, 17.03.2006წ., მუხ.428

 მუხლი 3. ნებართვის მისაღებად წარსადგენი საბუთები

1. ნებართვის მაძიებელი ნებართვის მისაღებად ნებართვის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს წარუდგენს წერილობით განცხადებას. ნებართვის მიღების თაობაზე განცხადების წარდგენა, განხილვა და წარმოებაში მიღება ხორციელდება ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით დადგენილი წესით.

2. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საბუთების გარდა ნებართვის მისაღებად წარსადგენ განცხადებას თან უნდა დაერთოს „წყლის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემდეგი დოკუმენტაცია:

 ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვის მისაღებად:

 ა.ა) საწარმოს წესდების ასლი;

 ა.ბ) ცნობა მიწის საკუთრებაზე (ან იჯარაზე);

 ა.გ) დაგეგმილი საქმიანობის მოკლე ტექნიკურ- ეკონომიკური დახასიათება;

 ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის მისაღებად:

 ბ.ა) საწარმოს წესდების ასლი;

 ბ.ბ) ცნობა მიწის საკუთრებაზე (ან იჯარაზე).

საქართველოს მთავრობის  2006 წლის 12 მარტის დადგენილება №62-სსმIII, №35, 17.03.2006წ., მუხ.428

 მუხლი 4. ნებართვის გაცემის წესი

 ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვები გაიცემა „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის VII თავის შესაბამისად.

 მუხლი 5. ნებართვის გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და ნებართვის გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი

 ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღებისა და ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვების გაცემაზე უარის თქმის საფუძვლები და მათ გაცემაზე უარის გასაჩივრების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისად.

    მუხლი 6. სანებართვო პირობები

1. საქართველოს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით დადგენილი სანებართვო პირობების გარდა, მაძიებელს დამატებით სანებართვო პირობად შეიძლება განესაზღვროს შემდეგი ინფორმაციისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა:

ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვის მისაღებად:

ა.ა) განმარტებითი ბარათი წყალსარგებლობის სახეობაზე და პარამეტრები;

ა.ბ) საწარმოს გენერალური გეგმა წყალსადენის სისტემის დატანით;

ა.გ) საწარმოს ადგილმდებარეობის ტოპოგრაფიული რუკა წყლის აღების წერტილების დატა-ნით;

ა.დ) შესაბამისი გარემოსდაცვითი ტერიტორიული ორგანოს დასკვნა;

ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვის მისაღებად:

ა.ა) საწარმოს ჩამდინარე წყლებთან ერთად ზედაპირული წყლის ობიექტში ჩაშვებულ დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმატივები, რომლებიც დამტკიცებულია სამინისტროს მიერ;

 ა.ბ) შესაბამისი გარემოსდაცვითი ტერიტორიული ორგანოს დასკვნა.

 მუხლი 7. სანებართვო მოწმობის ფორმა

 სანებართვო მოწმობის ფორმა განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ნორმატიული აქტით.

 მუხლი 8. სანებართვო მოწმობის დაკარგვა ან დაზიანება

 ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო მოწ-მობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში გამოიყენება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 31-ე მუხლით განსაზღვრული დებულებები.

 მუხლი 9. ნებართვის ამოქმედება და მოქმედების ვადა

 1. ნებართვის ამოქმედების წესი განისაზღვრება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად.

 2. ამ დებულებით გათვალისწინებული ნებართვების მოქმედების ვადები:

 ა) ზედაპირული წყლის ობიექტიდან წყალაღების ნებართვა გაიცემა:

 ა.ა) უვადოდ – მოსახლეობის სასმელი და საყოფაცხოვრებო ცენტრალიზებული წყალმომარაგებისათვის;

 ა.ბ) მოკლევადიანი ნებართვა – 5 წლამდე ვადით;

 ა.გ) გრძელვადიანი ნებართვა – 25 წლამდე ვადით;

 ბ) ზედაპირული წყლის ობიექტში წყალჩაშვების ნებართვა გაიცემა 5 წლამდე ვადით.

 მუხლი 10. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლი

1. ამ დებულებით განსაზღვრული ნებართვების მფლობელების მიერ სანებართვო პირობების შესრულების კონტროლს ახორციელებს სამინისტრო ან შესაბამის შემთხვევაში – სამმართველო.

2. სანებართვო პირობების შესრულების კონტროლისა და ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება “ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ’’ საქართველოს კანონით.

საქართველოს მთავრობის  2006 წლის 12 მარტის დადგენილება №62-სსმIII, №35, 17.03.2006წ., მუხ.428

 

 

კრებსითი — სრული ვერსია