საქართველოს მთავრობის
განკარგულება №331
2012 წლის 29 თებერვალი
ქ. თბილი სი
„რეფერალური მომსახურების “ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 27 თებერვლის №4 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე
1. „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე-16 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „რეფერალური მომსახურების “ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 201 2 წლის 27 თებერვლის № 4 სხდომის გადაწყვეტილება მოქალაქეთა დაფინანსების, უკვე მიღებული დაფინანსების სერვისის მიმწოდებელ სხვა დაწესებულებებში გადამისამართებისა და 2011 წლის 13 დეკემბრის № 37 სხდომის ოქმის 2.5 პუნქტში ცვლილების შეტანის თაობაზე.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება „საქართველოს 201 2 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური