საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 66 6
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
სსიპ – საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ
1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე - 3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად , სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით , სსიპ – საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ბალტიისპირეთის ქვეყნებში (ლატვია, ლიტვა, ესტონეთი) , ასევე პოლონეთში, უკრაინასა და ბელარუსში ტელე‑ , გარე‑ და ინტერნეტრეკლამის განთავსების , ასევე აღნიშნული სარეკლამო კამპანიის ფარგლებში და მასთან დაკავშირებით განსახორციელებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „ საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.
2. განკარგულება ძალაშია ხელმოწერის დღიდან და ვრცელდება 2012 წლის 1 აპრილიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური