საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 6 60
2012 წლის 12 აპრილი
ქ. თბილისი
ქ. ბათუმში განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტსა“ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შორის მიმდინარე წლის 6 აპრილს გაფორმებული ქონების ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე, შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტმა“ Batumi Tower-ის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული შენობის აშენების მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ჩუქების გზით გადასცა Batumi Tower-ის მშენებლობის პროექტთან დაკავშირებული აქტივები (უფლებები) და ვალდებულებები.
2. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წინადადება და შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის“ მიერ Batumi Tower-ის მშენებლობის პროექტით გათვალისწინებული შენობის აშენების მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებებში შპს „რეილვეი ფროფერთი მენეჯმენტის“ ნაცვლად „დამკვეთად“ განისაზღვროს შპს „ბათუმი თ აუერი“.
3. ამ განკარგულების მე‑2 პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულებების ფარგლებში გასაწევი ხარჯების დასაფინანსებლად საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარი შპს „ბათუმი თ აუერისათვის“ გადასაცემად.
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების მე‑3 პუნქტით გამოყოფილი 5 000 000 (ხუთი მილიონი) ლარით გაზარდოს შპს „ბათუმი თ აუერის“ კაპიტალი.
პრემიერ - მინისტრი ნ. გილაური