თვითმმართველი ქალაქი რუსთავისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
939
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
თვითმმართველი ქალაქი რუსთავისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 939

2012 წლის 21 მაისი

ქ. თბილისი

თვითმმართველი ქალაქი რუსთავისათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის   გამოყოფის შესახებ

1. სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე -19 მუხლის  მე -2 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თვითმმართველ ქალაქ რუსთავს გამოუყოს 300 000 (სამასი ათასი ) ლარი .

2 . „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე -3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ რუსთავის მერიამ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ღონისძიებებთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .

პრემიერ‑მინისტრი                                           ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია