საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის დადგენილება
დოკუმენტის ნომერი
255
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2014-03-26
გამოქვეყნების თარიღი
2019-12-23
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.017875
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ
(ძალადაკარგულია - 23.12.2019, №634)

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №255

2014 მარტი 26 მარტი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ

მუხლი 1
1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შეიქმნას საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრი (შემდგომში – ცენტრი).

2. ცენტრი არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის  სასწავლო ცენტრის  დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2005 წლის 8 ნოემბრის №927 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის უფლებამონაცვლე.

3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ:

ა) განახორციელოს ცენტრის სახელმწიფო კონტროლი;

ბ) უზრუნველყოს ცენტრის წესდების დამტკიცება და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის დანიშვნა.

4. ცენტრს სათანადო ქონება გადაეცემა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 2
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯელაღსრულებისა და პრობაციის სასწავლო ცენტრის დაფუძნების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის  2005 წლის 8 ნოემბრის №927 ბრძანებულებით შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის წესდებაში შესაბამისი ცვლილების განხორციელება ამ დადგენილებასთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
მუხლი 21
აღნიშნული დადგენილების მიღება არ უკავშირდება ამ დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ცენტრში ხელმძღვანელის ან თანამშრომელთა ხელახალ დანიშვნას/გადანიშვნას. ( გავრცელდეს 2014 წლის 27 მარტიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე)

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 მაისის  დადგენილება №324   – ვებგვერდი, 05.05.2014წ.

მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი ღარიბაშვილი

კრებსითი — სრული ვერსია