შპს „საქართველოს რკინიგზის“ ჩვეულებრივი აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით საჯარო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე (London Stock Exchange plc) საჯარო შეთავაზების გზით პრივატიზების თაობაზე ოფიციალური განცხადების მოწონების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
647
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-12
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-12
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „საქართველოს რკინიგზის“ ჩვეულებრივი აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით საჯარო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე (London Stock Exchange plc) საჯარო შეთავაზების გზით პრივატიზების თაობაზე ოფიციალური განცხადების მოწონების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №647

2012 წლის 12 აპრილი

ქ. თბილისი

შპს „საქართველოს რკინიგზის“ ჩვეულებრივი აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით საჯარო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე (London Stock Exchange plc) საჯარო შეთავაზების გზით პრივატიზების თაობაზე ოფიციალური განცხადების მოწონების შესახებ

1. მოწონებულ იქნეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მიერ წარმოდგენილი შპს „საქართველოს რკინიგზის“ ჩვეულებრივი აქციების გლობალური დეპოზიტარული ხელწერილების ფორმით საჯარო შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია ლონდონის საფონდო ბირჟაზე (London Stock Exchange plc) საჯარო შეთავაზების გზით პრივატიზების თაობაზე ოფიციალური განცხადების პროექტი.

2. მიენიჭოს სამინისტროს უფლებამოსილება, გააკეთოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული განცხადება, ასევე შეასრულოს ყველა სხვა მოქმედება, რომლის საჭიროებაც წარმოიშობა ოფიციალური განცხადების გაკეთებასთან დაკავშირებით.

პრემიერ-მინისტრი                                                                      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია