სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
329
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-22
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-22
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითადი ქონების სახით გადაცემის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №32 9

2012 წლის 22 თებერვალი

ქ. თბილი სი

სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ძირითა დი ქონების სახით გადაცემის შესახებ

1. „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე -6 მუხლის შესაბამისად და „ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულისათვის გადასაცემი ძირითადი (განუსხვისებელი ) ქონების სახეობათა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 8 აგვისტოს № 687 ბრძანებულების გათვალისწინებით, დამტკიცდეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გადაწყვეტილება (2012 წლის 27 იანვრის № 05/1918) ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დანართში მითითებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების სახით გადაცემის შესახებ .

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებათა განხორციელება .

პრემიერ -მინისტრი                                              ნ . გილაური

 

 

დანართი

ბაღდათის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში გადასაცემი ქონების ნუსხა

№

სამუშაოს დასახელება

განზ.

რაოდ.

ერთეულის ფასი (ლარი)

მთლიანი ღირებულება (ლარი)

1

2

3

4

5

6

1

სამშენებლო ტერიტორიის მომზადება, ტექნიკის მობილიზაცია

ერთ.

1

15000

15,000.00

2

ხეების მოჭრა, ტოტებისაგან გასუფთავება, მორების დასაწყობება

მ3

120

65

7,800.00

3

ახალი მილის დ-1200მმ მოწყობა

გრძ.მ

28

398

11,144.00

4

III კატეგორიის გრუნტის დამუშავება ჭრილში ექსკავატორით, ბულდოზერით გადაადგილება 50 მეტრამდე

მ3

29800

1.35

40,230.00

5

VI კატეგორიის გრუნტის დამუშავება ექსკავატორით, ბულდოზერით გადაადგილება 50 მეტრამდე

მ3

820

1.35

1,107.00

6

რეზერვიდან დაგროვილი კლდოვანი გრუნტის შეტანა სავალ ნაწილზე

მ3

1380

10.11

13,951.80

7

სავალი ნაწილის მოშანდაკება ბულდოზერით

მ3

12760

0.5

6,380.00

 

მთლიანი ჯამი

 

 

 

95,612.80

 

დღგ 18%

 

 

 

17,210.30

 

მთლიანი ღირებულება

 

 

 

112,823.10

      

კრებსითი — სრული ვერსია