საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
302
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №302

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხისგამოყოფისშესახებ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში წყლის პარკის მოწყობის მიზნით მოწყობილობის დაპროექტების, წარმოების, მიწოდებისა და სამონტაჟო სამუშაოებთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომპანია „Whitewater West Industries“-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ნაწილის ანაზღაურებისა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების დაფინანსებისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს2012წლისსახელმწიფობიუჯეტისშესახებ“საქართველოსკანონითგათვალისწინებულისაქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოსეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს გამოუყოს 949 447 (ცხრაას ორმოცდაცხრა ათას ოთხას ორმოცდაშვიდი) აშშ დოლარის ეკვივალენტილარი.

პრემიერ-მინისტრი                              ნ.გილაური

კრებსითი — სრული ვერსია