სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
929
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).00.000000
სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 929

2012 წლის14მაისი

ქ. თბილისი

სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების თაობაზე თანხმობის მიცემის შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ნება დაერთოთ შემსყიდ­ველ ორგანიზაციებს, რომ ამ განკარგულების დანართით გათვალის­წინე­ბული სერვისების სახელმწიფო შესყიდვა საქართველოს იუსტიციის სამი­ნისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იუ­რი­დიული პირის – სმართ ლო­ჯიქის­აგან განახორციელონ გამარტივე­ბული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                         ნ . გილაური             

 

                                                                 დანართი

 

1. კორპორატიული ელექტრონული ფოსტის სერვისი

2. კორპორატიული ტელეფონის სერვისი

3. ინტერნეტ‑ და ქსელური სერვისები

4. ვებგვერდების ან ვებაპლიკაციების ჰოსტინგი (ინტერნეტში განთავ­სება)

5. ვიდეოკონფერენცინგი

6. შიდა და გარე კომუნიკაციის სერვისები

7. ვირტუალური ინფრასტრუქტურული და პლატფორმული სერვისები

8. სხვადასხვა უწყებების თანამშრომელთა კომპიუტერებისა და პერიფე­რი­უ­ლი მოწყობილობების ადგილზე ან დისტანციური მხარდაჭერა, ასევე სა­ინფორმაციო ტექნოლოგიების გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავში­რე­ბული სხვა სერვისები.

კრებსითი — სრული ვერსია