ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 910
2012 წლის14მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიების შესახებ
„საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ წლიური საბიუჯეტო კანონით „ხელოვნების დარგების განვითარების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოში და მისი ფარგლების გარეთ“ პროგრამისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან განახორციელოს მიმდინარე წლის 2-3 ივნისს თბილისში გასამართი საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის „Tbilisi Open Air AlterVision“ ორგანიზებისათვის საჭირო ხარჯების დაფინანსება 500 000 (ხუთასი ათასი) ლარის ოდენობით.
პრემიერ-მინისტრი ნ . გილაური