„სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №652 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
896
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
„სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის №652 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 896

2012 წლის14 მაისი

ქ. თბილისი

 „სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნესმიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის № 652 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63‑ე მუხლის შესაბამისად, „სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 12 აპრილის № 652 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:         

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნემ ნორმატიული აქტების offline საძიებო სისტემის, ნორმატიული აქტების საქმისწარმოების პროგრამისათვის offline რედაქტორის, ინგლისურენოვანი ნორმატიული აქტების საძიებო სისტემისა და პროგრამის შესაქმნელად საჭირო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვაგანახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“.

პრემიერ-მინისტრი      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია