გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
299
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-21
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-21
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №299

2012 წლის 21 თებერვალი

ქ. თბილისი

გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურისგანვითარების მიზნით სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებულიშესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისა და საზოგადოებრივი ინტერესების გათვალისწინებით, ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის მიერ გუდაურის სარეკრეაციო ტერიტორიაზე დელეგირებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ტურიზმის ხელშეწყობის განვითარებისათვის შესაბამისი ღონისძიებების დროულად გატარების მიზნით, მომსახურების /საქონლის სახელმწიფო შესყიდვის შემჭიდროებულ ვადებში განსახორციელებლად:

ა) უფლება მიეცეს ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდს, რომ განახორციელოს გუდაურში არსებული გონდოლას ფარეხის შიდა კონსტრუქციების სამონტაჟო სამუშაოების მომსახურების,ახალ გუდაურში არსებული სასტუმროს „ბ“ კორპუსის სადიზაინერო მომსახურებისა და თოვლმავლების სახელმწიფო შესყიდვა, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით;

ბ)სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს2012 წლის ქ. თბილისის ადგილობრივი ბიუჯეტის ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდისათვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში;

გ) ქ. თბილისის მერიის სსიპ – გუდაურის განვითარების ფონდმა ამ განკარგულების „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს საავანსო თანხასთან დაკავშირებული საბანკო გარანტიის გარეშე.

პრემიერ-მინისტრი                      ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია