საქართველოს მთავრობის
განკარგულება №296
2012 წლის 21 თებერვალი
ქ. თბილისი
„რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 2012 წლის 20 თებერვლის № 3 სხდომის გადაწყვეტილების მოწონების თაობაზე
1. „ საქართველოს 2012 წ ლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 39-ე მუხლის მე‑16 პუნქტის შესაბამისად, მოწონებულ იქნე ს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „ რეფერალური მომსახურების “ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით უწყებათაშორისი კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ “ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის №331 დადგენილების შესაბამისად შექმნილი უწყებათაშორისი კომისიის 201 2 წლის 20 თებერვლის N3 სხდომის გადაწყვეტილება მოქალაქეთა დაფინანსებისა და უკვე მიღებული დაფინანსების სერვისის მიმწოდებელ სხვა დაწესებულებებში გადამისამართების თაობაზე.
2. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ განკარგულებით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარება „ საქართველოს 201 2 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ “ საქართველოს კანონით მ ი სთვის გამოყოფილ ასიგნებ ათა ფარგლებში.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური