სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
606
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №606

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების შესახებ

1. „სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს N136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74  მუხლის საფუძველზე, ინდივიდუალური მეწარმე „ბეჟან ყაველაშვილი“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ შახვეტილას მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 100 (ასი) მ3 კირქვის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

                                                                      

 

 

 

 

 

 

 

 


2. ინდივიდუალურმა მეწარმე „ბეჟან ყაველაშვილმა“ უზრუნველყოს:

ა) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით (გეოსაინფორმაციო პაკეტი) განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) ერთი თვის ვადაში საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 10 000 (ათი ათასი) ლარის გადახდა.

პრემიერ-მინისტრი                                                        ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია