საქართველოს მთავრობის
განკარგულება № 20 2 7
2012 წლის 14 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს მთავრობის ზოგიერთი განკარგულებისა და მათგან გამომდინარე დოკუმენტაციის განსაიდუმლოების შესახებ
1. „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად , განსაიდუმლოებულ იქნეს საქართველოს მთავრობის შემდეგი განკარგულებები:
ა) „ფრანგული კომპანია Eurocopter-ის გან საქართველოს მთავრობისთვის ვერტმფრენების შეძენასთან დაკავშირებით” საქართველოს მ თ ავრობის 2010 წლის 22 სექტემბრის №12-ს საქართველოს მთავრობის განკარგულება ;
ბ) „ გიორგი კარბელაშვილის ა თვის უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 4 აგვისტოს №07-ს, 3 ნოემბრის №14-ს და 3 დეკემბრის №19-ს განკარგულებები;
გ) „ საქართველოს მთავრობასა და ”E UROCOPTER” -ს შორის სამი სამოქალაქო ვერტმფრენის (ორი AS 332L1+ და ერთი AS350B3) მიწოდებასა და მასთან დაკავშირებული მხარდაჭერისა და მომსახურების გაწევის შესახებ 2010 წლის 10 სექტემბ ე რს გაფორმებულ ხელშეკრულების №2 ცვლილების პროექტის მოწონების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 1 დეკემბრის №20-ს განკარგულება;
დ) „ საქართველოს მთავრობასა და შპს „ ევროკოპტერს” შორის 2010 წლის 1 სექტემბერს დადებული №EKL/YG ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების მიზნით გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 24 აპრილის №26-ს განკარგულება.
2. განსაიდუმლოებულ იქნეს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის განკარგულებებიდან გამომდინარე ხელშეკრულებები (შეთანხმებები) და კორესპონდენცია.
პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი