არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2038
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2038

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

ა რასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის ანგარიშზე თანხის გადარიცხვის შესახებ

 საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - ღვინის ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყოს „ საქართველოს 2012 წლის სახე­ლმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწი­ნე­ბუ­ლი „ რთველის ხელშეწყობის ღონისძიებები“ ქვეპროგრამის (პროგრამული კოდი – 37 03 05) ფარგლებში გამოყოფილი ასიგნებებიდან ყურძნის შესყიდვის, გადამუშავებისა და თანმდევი ღონისძიებების უზრუნველსა­ყო­ფად საქარ­თვე­ლოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურსა და ა( ა) იპ - სო­ფლის მეურნეობის განვითარების ფონდს შორის 2012 წელს გაფორ­მებული სასე­სხო ხელშეკრულების ფარგლებში აღებული ვალდებულებების დაფარ­ვის მიზნით, 16 000 000 (თექვსმეტი მილიონი) ლარის გადარიცხვა არასამე­წარ­მეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – სოფლის მეურნე­ობის განვი­თარების ფონდის ანგარიშზე.

პრემიერ-მინისტრი  ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია