ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
601
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №601

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის შესახებ

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებამ – საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა 2012 წელს უზრუნველყოს:

ა) ქ. ახალციხეში რაბათის ციხესთან მისასვლელი საავტომობილო გზისა და მიმდებარე ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა;

ბ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობისა და მოვლა-შენახვის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 02 02) განსაზღვრული ასიგნებებიდან;

გ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოების განხორციელება პროექტირების პარალელურ რეჟიმში;

დ) „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, ამ განკარგულებით გათვალისწინებული სამუშაოებისა და მათთან დაკავშირებული საპროექტო და საზედამხედველო მომსახურების შესყიდვა გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

პრემიერ-მინისტრი                                                   ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია