საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
273
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №273

2012 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით  განხორციელების შესახებ

 „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101  მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო ) საერთაშორისო ორგანიზაციების (სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია – ICAO, ევროპის უსაფრთხოების სააგენტო – EASA, ევროპის სამოქალაქო ავიაციის კონფერენცია – ECAC, ევროპის სანავიგაციო უსაფრთხოების სააგენტო – Eurocontrol, უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდების უსაფრთხოების პროგრამა – SAFA) მიერ უნივერსალური აუდიტის ჩატარებისა და სტანდარტიზაციის მისიების ორგანიზებასთან, სააგენტოს ფრენის უსაფრთხოების ინსპექტორების მომზადებასთან/გადამზადებასთან დაკავშირებული მომსახურებისა და საქონლის  სახელმწიფო შესყიდვა სააგენტომ განახორციელოს საკუთარი სახსრებით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით .

პრემიერ-მინისტრი                         ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია