„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2100
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2100

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა თვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა თვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 31 მარტის №725 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-2 პუნქტის „ ა “ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „ ა) 2013 წლის 31 დეკემბრამდე ამ განკარგულების პირველ პუნქტში მითითებული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №30.11.33.099) სარემონტო-აღდგენითი სამუშაოების დასრულება;“.

2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.

პრემიერ-მინისტრი  ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია