„საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულებისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 4 მაისის №65/ნ ბრძანებაში (ვებგვერდი, 110504011, 04/05/2011; სარეგისტრაციო კოდი 430030000.22.022.016102) შეტანილ იქნეს ცვლილება და ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული დებულების 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 პუნქტი:
„3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის მიზნით ცენტრში სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენა ხორციელდება წელიწადში ორჯერ, ყოველი წლის პირველი სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე და პირველი იანვრიდან პირველ თებერვლამდე.“.
|