,,სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №801 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2098
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის №801 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2098

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილი ს № 801 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, ,,სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 30 აპრილის № 801 განკარგულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები :

ა) განკარგულების პირველი პუნქტის ,,ბ ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,ბ) ამ პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2012 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსება ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი: 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული ,,რეგიონალური განვითარების პროექტი II ნაწილი (იმერეთი) (WB)” (პროგრამული კოდი: 25 03 11) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან , ხოლო 2013 წელს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან ;”.

პრემიერ-მინისტრი  ბიძინა ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია