,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის №1070 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2096
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის №1070 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2096

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის № 1070 განკარგულებაში ცვლილებ ები ს შეტანის თაობაზე

 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63- ე მუხლის შესაბამისად , ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2012 წლის 8 ივნისის № 1070 განკარგულებაში შეტანილ იქნას შემდეგი ცვლილებ ები :

1. განკარგულების პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულმა სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 2012- 2013 წლებში:“;

2. განკარგულების ,,ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით :

,, ბ) ამ განკარგულების ,,ა” ქვეპუნქტით 2012 წელს გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განახორციელოს ,,საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი „რეგიონული და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 03) და „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფინანსური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტალური განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი პროექტების” (პროგრამული კოდი 25 03 01) მუხლით განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2013 წელს „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისათვის გამოყოფილი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან;“.

პრემიერ-მინისტრი ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია