საქართველოს მთავრობის
განკარგულება №267
2012 წლის 14თებერვალი
ქ. თბილისი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის უძრავი ქონების გაცვლის შესახებ თანხმობის მიცემის თაობაზე
1. „ სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხ ლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს ეკონო მიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, რომშპს „ესპერანსს“ (საიდენტიფიკაციო კოდი № 215116032 ) საკუთრებაში გადასცეს ქ. ფოთში, რიონის მარცხენა სანაპიროზე მდებარე 22 110 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №04.01.02.822), შპს „ესპერანსის“ საკუთრებაში არსებული, ქ. ფოთში, მშვიდობის ქუჩაზე მდებარე 8 040 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №04.02.07.506) სა ხელმწიფო საკუთრებაში გადაცემის სანაცვლოდ, იმ პირობით, რომ შპს „ესპერანსი“ შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 1 თვის ვადაში სა ხელმწიფოს საკუთრებაში გადასცემს უფლებრივად უნაკლო ქონებას.
2.საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამი ნის ტრომ ამ განკარგულების შესრულების მიზნით უზრუნველყოს კანონმდებ ლობით გათვალისწინებული ღონისძიების განხორციელება.
პრემიერ‑მინისტრი ნ. გილაური