საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
263
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №263

2012 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მიერ ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირების სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამისათვის – „ ჯანმრთელობის დაცვის ხელშეწყობა პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებებში“ გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში (პროგრამული კოდი – 27 04), გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განახორციელოს ჰუმანიტარული ტვირთის ტრანსპორტირების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა.

პრემიერ-მინისტრი                                    ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია