სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
261
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №261

2012 წლის 14 თებერვალი

ქ. თბილისი

სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან გათავისუფლების თაობაზე

1. „ სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს № 136 დადგენილებით დამტკიცებული დებულების 74  მუხლის საფუძველზე, შპს „კომპანია ბლექ სი გრუპი“ გათავისუფლდეს სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიისაგან სამი თვის ვადით და ახალქალაქის მუნიციპალიტეტში , სოფ. ბავრას მიმდებარე ტერიტორიაზე განახორციელოს 40 0 00 (ორმოცი ათას ი) მ3 ქვიშა‑ხრეშის მოპოვება შემდეგი X და Y კოორდინატების საზღვრებში:

                                                                      

 

2.  შპს „კომპანია ბლექ სი გრუპ მა“ უზრუნველყოს:

ა) სსიპ – ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი დასკვნით განსაზღვრული პირობების შესრულება;

ბ) საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 6 957 (ექვსი ათას ცხრაას ორმოცდაჩვიდმეტი ) ლარის გადახდა.

 პრემიერ-მინისტრი                                           ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია