„ქალაქ წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2522 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
259
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ქალაქ წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2522 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №259

2012 წლის 14თებერვალი

ქ. თბილისი

 „ქალაქ წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის მიზნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 21 დეკემბრის №2522 განკარგულებაში ცვლილების  შეტანის შესახებ

 „ქალაქ წყალტუბოს წყალმომარაგების სისტემების რეაბილიტაციის მიზ­­­ნით ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების თაობაზე“ საქართვე­ლოს მთავ ­რო ­ბის 2011 წლის 21 დეკემბრის №2522 განკარგულებაში შეტა­ნილ იქ­ნეს შემდეგი ცვლილება: 

 ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

 „4. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კომპანიამ ამ განკარგულებით გათვა­ლის­წინებული საპროექტო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვა განახორ­ციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.“;

ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ  დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი:

 „4 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხ­ლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, კომპანიამ ამ განკარგულებით გათვა­ლის­წინებული სარეაბილიტაციო სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვა გა­ნახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, შპს „საგზაო ტექ­ნიკისაგან“ ( 205140257 ) . აღნიშნულ შესყიდვაზე არ გავრცელდეს „გამარ­ტი­ვე­ბული შესყიდვის, გამარტივებული ელექტრონული ტენდერისა და ელექ­­ტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ სახელ­მწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 7 აპრილის №9 ბრძანებით დამტკიცებული წესისმე-19 მუხლის მე-7 პუნქტით (წინასწარი ანგარიშსწორების შემთხვევაში) და 21-ე მუხლით დადგენილი მოთხოვ­ნები.“ .

პრემიერ-მინისტრი                      ნ . გილაური

კრებსითი — სრული ვერსია