„ქუთაისი–ლენტეხი–მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი-მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის №550 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2087
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ქუთაისი–ლენტეხი–მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი-მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის №550 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2087

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „ქუთაისი–ლენტეხი–მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი -მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის № 550 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ქუთაისი–ლენტეხი–მესტიის საავტომობილო გზის ლენტე­ხი–მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომზადების შესახებ“ საქარ­თველოს მთავრობის 2011 წლის 11 მარტის № 550 განკარგულება ში შეტა ­ ნილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ები :

1. განკარგულების „ ა “ ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ ­ ცი ­ ით:

„ ა) 201 1 -2013 წლებში უზრუნველყოს ქუთაისი–ლენტეხი–მესტიის საავტომობილო გზის ლენტეხი–მესტიის მონაკვეთის მშენებლობისათვის ტექნიკურ–ეკონომიკური დასაბუთების (ფიზიბილიტის) პროექტის მომ­ზა­დება, გარემოზე ზემოქმედების ანალიზისა და განსახლების ჩარჩო დო­კუმენტის ჩათვლით (ქართულ და ინგლისურ ენებზე), მოქმედი კა­ნონ­მდებლობით გათვალისწინებული პროცედურების შესაბამისად;“.

2. განკარგულებ იდან ამოღებულ იქნეს „გ“ ქვეპუნქტი.

3. განკარგულების „დ“ ქვე პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქ ­ ცი ­ ით:

„დ) ამ განკარგულებით გათვალისწინებული და 2012 წელს განსა­ხორციელებელი მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება განახორციელოს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის „გზების მშენებლობა და მოვლა-შენახვის“ მუხ­ლით (პროგრამული კოდი 25 02 02) და „საქართველოს 2012 წლის სა­ხელმწიფო ბიუჯეტის და ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების, არაფი­ნან­სური აქტივების კლებისა და ფინანსური აქტივების კლების კვარტა­ლუ­რი განწერის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტ­რის 2011 წლის 30 დეკემბრის №643 ბრძანებით დამტკიცებული „გზების პერიოდული შეკეთება და რეაბილიტაციის“ მუხლით (პროგრამული კოდი 25 02 02 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან, ხოლო 2013 წელს გათ­ვალისწინებული მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსება განახორციელოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით საქართველოს სა­ავტომობილო გზების დეპარტამენტისათვის გამოყოფილი შესაბამისი პროგრამით გათვალისწინებული ასიგნებებიდან.“.

პრემიერ-მინისტრი   ბ. ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია