სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
245
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-14
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-14
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №245

2012 წლის 14თებერვალი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ სახელმწიფო შესყიდვის გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით, სსიპ – საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, 2012 წლის ბოლომდე, საერთაშორისო გამოფენებზე პრესკონფერენციების მოწყობის/ორგანიზების მომსახურებასთან დაკავშირებული სახელმწიფო შესყიდვა განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის განსაზღვრულ ასიგნებათა ფარგლებში.

2. განკარგულება ძალაშია 2012 წლის 9 თებერვლიდან.

პრემიერ-მინისტრი                      ნ . გილაური         

კრებსითი — სრული ვერსია