საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2081
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №20 8 1

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 -ე მუხლით გათვალისწინებულ შეზღუდვაზე გამონაკლისის დაშვების შესახებ

 „ საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართ­ ვე­ ლოს კანონის 23 -ე მუხლის მე-7 პუნქტი ს შესაბამისად:

1 . საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატსა და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებზე არ გავრცელდეს „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23 -ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიეცეს თანხმობა:

ა ) 2013 წლისათვის ცენტრალურ აპარატში:

ა.ა) ხელშეკრულებით დაქირავებულთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმე­ტეს 14 ერთეულით;

ა.ბ) „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქარ­ თვე­ ლოს კანონით განსაზღვრული პროგრამების - „ჩემი სახლი“, „საქართველოს ტერი­ტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში უგზო-უკვლოდ დაკარგულ მებრძოლთა მოძებნისა და მათი ოჯახის წევრთა უფლებების დაცვა“, „ხიდი“, „რეპატრიაცია“ და „ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა და თავშესაფრის მაძიებელთა შენახვის ხარჯები“ - ფარგლებში ხელშეკრულებით დაქი­რა­ვე­ბუ­ლ­თა რაოდენობა ჯამურად განსაზღვროს არა უმეტეს 64 ერთეულით;

ბ ) 2013 წლისათვის სამინისტროს ტერიტორიულ ო რგანოებში ხელშე­ კრუ­ ლე­­­ ბით დაქირავებულთა რაოდენობა განსაზღვროს არა უმეტეს 7 ერთ­ ე­ უ­ ლით.

2 . განკარგულება ძალაშია 2013 წლის 1 იანვრიდან.

პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია