საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ეროვნულ არქივში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
857
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-05-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-05-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.00.000000
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ეროვნულ არქივში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის შესახებ

ს აქართველოს მთ ავრობის

განკარგულება № 857

2012 წლის 8 მაისი

ქ. თბილისი

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს ეროვნულ არქივში არსებული ფართობის აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე თანხმობის შესახებ

1.„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხ­ლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მიეცეს თანხმობა საქართველოს იუსტი­ციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს ეროვნულ არქივს, მის ბალანსზე რიცხუ­ლი უძრავი ქონება: ქ. თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზ. №1-ში მდებარე №6  შენობა-ნაგებობის 24,96 კვ.მ ფართობის სხვენი და 25 კვ.მ ფართობის ტე­რა­სა და მათზე წილობრივად დამაგრებული არასასოფლო-სამეურნეო და­ნიშ­ნულების მიწის ნაკვეთი (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №01.10.14. 05.­027), კავშირგაბმულობის ანძებისა და მასთან დაკავშირებული მოწყობი­ლო­ბების განსათავსებლად, აუქციონის გარეშე, იჯარის ფორმით, 5 წლის ვადით გადასცეს შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“.

2.წლიური საიჯარო ქირა განისაზღვროს 60 000 ლარის ოდენობით.

პრემიერ-მინისტრი                                                  ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია