გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (გლუკი) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ავტომანქანების გადმოცემასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
238
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის (გლუკი) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ავტომანქანების გადმოცემასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №238

2012 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

გაერთიანებული ერების ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ( გლუკი) მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ავტომანქანების გადმოცემასთან დაკავშირებით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ

1 . ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 35 000 (ოც­და­თხუთმეტი ათასი) ლარი მიმართოს გაერთიანებული ერების ლტოლ­ვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ( გლუკი) მიერ საქართველოს ოკუ­პი­რებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა , გან­სახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის ავტომანქანების გადმო­ცე­­მასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული გადა­სახადების გადახდისათვის.

2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ ამ განკარგულების პირ­ვე­ლი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად შეიტა­ნოს შესაბამისი ცვლილება „საქართველოს 2012 წლის სახელმ­წი­ფო ბიუ­ჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპი­რე­ბუ­ლი ტე­რი­ტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლე­ბისა და ლტოლვილთა სამინისტროსათვის გამოყოფილ ასიგნებებში.

პრემიერ -მინისტრი                                    ნ . გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია