საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2074
2012 წლის 28 დეკემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1 . საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს 100%-იანი წილის მართვის უფლებით გადაცემულ შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას“ მიენიჭოს უფლებამოსილება:
ა) უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის 2012 წლის 27 ივლისის № 1453 განკარგულებით გათვალისწინებილი ქ. წყალტუბოს სტადიონის სარეკონსტრუქციო სამუშაოების შეჩერება და მ იმწოდებელთან გაფორმებული ხელშეკრულების შეწყვეტა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მხარეთა ურთიერთშეთანხმების საფუძველზე;
ბ) ამ განკარგულების ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად, მიმწოდებლის მიერ შესრულებული სამუშაოების ინვენტარიზაცია და საბოლოო ანგარიშსწორება.
2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 2013 წლის პირველ მარტამდე, საქართველოს მთავრობას წარუდგინოს წინადადებები შეჩერებული სამუშაოების განახლებასთან დაკავშირებით.
პრემიერ-მინისტრი ბ . ივანიშვილი