„სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის N1963 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2070
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის N1963 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2070

2012 წლის 28 დეკემბერი

ქ. თბილისი

 „სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის N1963 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 28 ნოემბრის N1963 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაა­დგილებულ პირთა - დევნილთა საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების მიზნით, ნება დაერთოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძუ­ლებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამი­ნის­ტროს „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” და „საქართველოს 2013 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონებით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან მიმართოს შესაბამისი თანხა:

ა) ქ. გორში, მეჯვრისხევის ქ. № 24ბ-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში ( № 2 საბავშვო ბაღი) წყალმომარაგების ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის;

ბ) ქ. თბილისში, ბაბუცუძის ქ.N12-ში მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტში (ყოფილი ხის გადამამუშავებელი ლიცეუმი) წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სიტემებისა და სახურავის სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელებისათვის;

გ) ქ. თბილისში, კაიროს ქ. № 20-ში (ს/ს ტრანსმშენი), კასკადის ქ. № 41-ში (ზაჰესის გამგ. შენობა), ძმები გარიშვილების ქ. № 7-ში (მიწისქვეშმშენის შენობა) და კახეთის გზატკეცილი № 25-ში (სამთო მექანიკის ინსტიტუტი) მდებარე დევნილთა განსახლების ობიექტებში სახურავების სარეაბილიტაციო სამუშა­ოების განხორციელებისათვის;

დ) ქ. თბილისში, ბაბუცუძის ქ. № 12-ში მდებარე შენობის, დევნილთა გრძელ­ვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ღონისძიებების ფარგ­ლებში, საცხოვრებელ ბინებად გადაკეთების სამუშაოების განხორციე­ლები­სათვის.”.

პრემიერ-მინისტრი                         ბ . ივანიშვილი

 

კრებსითი — სრული ვერსია