„ნახშირმჟავა აირის (CO2) მოპოვებაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №2614 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
222
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-02-08
გამოქვეყნების თარიღი
2012-02-08
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
„ნახშირმჟავა აირის (CO2) მოპოვებაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №2614 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №222

2012 წლის 8 თებერვალი

ქ. თბილისი

„ნახშირმჟავა აირის (CO2) მოპოვებაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს  მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №2614 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 59-ე მუხლის შესაბამისად, „ნახშირმჟავა აირის (CO2) მოპოვებაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №2614 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და განკარგულების ტექსტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 11 აგვისტოს №136 დადგენილების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და „სარგებლობის ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის გამართვის, სარგებლობის ლიცენზიის გაცემის საწყისი ფასის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2008 წლის 4 აპრილის №1-1/480 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-6 მუხლის მე-5 პუნქტის გათვალისწინებით, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული №99 ჭაბურღილიდან ნახშირმჟავა აირის (CO2) მოპოვებაზე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების ლიცენზიის გაცემის მიზნით აუქციონის საწყისი ფასი განისაზღვროს 200 000 (ორასი ათასი) ლარის ოდენობით.

 

№

x

y

ჭაბ. №99

330809

4611702

WGS 1984.“.

 

პრემიერ-მინისტრი                                                    ნ. გილაური

 

 

კრებსითი — სრული ვერსია