ს აქართველოს მთ ავრობის
განკარგულება № 824
2012 წლის 30 აპრილი
ქ. თბილისი
„ ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზოგიერთი ორგანიზაციისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანობის განხორციელებისათვის თანხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 17 ნოემბრის №754 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, „ ენერგეტიკის დარგში მოქმედი ზო გიერთი ორგანიზაციი სა თ ვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქმიანო ბის განხორციელებისათვის თან ხმობის გაცემის შესახებ“ საქართველოს მთავ რობის 2008 წლის 17 ნო ემბ რის №754 განკარგულებაში შეტანილ იქნეს ცვლილება და პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ფ“ ქვეპუნქტი:
„ფ ) ინდივიდუალურ მეწარმე „აივენგო შანავას“ – ენგურჰესის №1 აგრეგატის სტატორის ბეტონის ჭიქის შიდა ზედაპირზე, ტურბინის გარე ზედაპირზე, ტურბინისა და გენერატორის ჭასა და სტატორის კორპუსზე ანტიკოროზიული დამცავი საშუალების მოწყობის მომსახურებისათვის.“.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური