საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
577
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-04-05
გამოქვეყნების თარიღი
2012-04-05
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №577

2012 წლის 5 აპრილი

ქ. თბილისი

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან 359 000 (სამას ორმოცდაცხრამეტი ათასი) ლარის ფარგლებში განახორციელოს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მიმდინარე წლის აპრილ-მაისში საქართველოსათვის აქტუალური საკითხების განსახილველად სხვადასხვა ქვეყნის დედაქალაქებში ვიზიტებთან დაკავშირებით დაქირავებული თვითმფრინავის სპეციალური რეისების უზრუნველყოფა.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად განხორციელების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს გამარტივებული შესყიდვის საშუალებით.

3. საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის დროს გაითვალისწინოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსათვის დამატებითი ასიგნებების გამოყოფა.

პრემიერ-მინისტრი                                            ნ. გილაური

 

კრებსითი — სრული ვერსია