საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს კანონი
დოკუმენტის ნომერი
2111-IIს
მიმღები ორგანო
საქართველოს პარლამენტი
მიღების თარიღი
2014-03-19
გამოქვეყნების თარიღი
2014-04-01
სარეგისტრაციო კოდი
060000000.05.001.017373
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) დაემატოს შემდეგი შინაარსის XLII3 თავი:

„თავი XLII3

„მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის  კონვენციით გათვალისწინებულ საქმეთა განხილვის თავისებურებანი

მუხლი 35119. კონვენციით განსაზღვრული ცენტრალური ორგანო

„მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციით განსაზღვრული ცენტრალური ორგანოა  საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი.

 მუხლი 35120. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს ცენტრალური ორგანოს მოთხოვნის შესრულება

1. „მშობლის პასუხისმგებლობისა და ბავშვთა დაცვის ზომების შესრულებასთან დაკავშირებით იურისდიქციის, გამოსაყენებელი სამართლის, აღიარების, შესრულებისა და თანამშრომლობის შესახებ“ ჰააგის 1996 წლის 19 ოქტომბრის კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს იმავე კონვენციის საფუძველზე განსაზღვრული ცენტრალური ორგანოს მოთხოვნას ბავშვის პიროვნების ან/და ქონების დასაცავად საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი უგზავნის მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებს ბავშვის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით, რომლებიც ვალდებული არიან, მოთხოვნის მიღებისთანავე განახორციელონ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

2. ბავშვის პიროვნების ან/და ქონების დასაცავად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოების მიერ სასამართლოსთვის მიმართვის შემთხვევაში სასამართლო საქმეს განიხილავს საქმის წარმოებაში მიღებიდან არაუგვიანეს 6 კვირისა.“.

 მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

19 მარტი 2014 წ.

N2111-IIს

კრებსითი — სრული ვერსია