საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
2063
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-12-24
გამოქვეყნების თარიღი
2012-12-24
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №206 3

2012 წლის 24 დეკემბერი

ქ. თბილისი

საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკისათვის თანხის გამოყოფის შესახებ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის ციტრუსის სეზონის მოსავლის აღების ღონისძიებათა ხელშეწყობის და მეციტრუსეობის დარგში დასაქმე­ბუ­ლი მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით:

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2012 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის სარეზერვო ფონდიდან აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას გამოუყოს 1 500 000 (ერთი მილიონ ხუთასი ათასი) ლარი.

2. ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანხის ფარგლებში განსახორცილებელი კონკრეტული ღონისძიებები დადგინდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ.

პრემიერ -მინისტრი ბ . ივანიშვილი

კრებსითი — სრული ვერსია