შპს „საქაერონავიგაციასა“ და „Met Office“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ

დოკუმენტის ტიპი
საქართველოს მთავრობის განკარგულება
დოკუმენტის ნომერი
541
მიმღები ორგანო
საქართველოს მთავრობა
მიღების თარიღი
2012-03-28
გამოქვეყნების თარიღი
2012-03-28
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
შპს „საქაერონავიგაციასა“ და „Met Office“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №541

2012 წლის 28 მარტი

ქ. თბილისი

შპს „საქაერონავიგაციასა“ და „Met Office“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტის მოწონების შესახებ

„უცხოელი კონტრაჰენტების მონაწილეობით ხელშეკრულებების გაფორმებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ სა­ქარ­თველოს მთავრობის 2010 წლის 11 მაისის №139 დადგენილების სა­ფუძველზე, მოწონებულ იქნეს შპს „საქაერონავიგაციასა“ და „Met Office“-ს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტი, „კოპიტ­ნა­რის აეროპორტის რეაბილიტაციის ზოგიერთ განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 5 ივლი­სის №1390 განკარგულების შესაბამისად, კოპიტნარის აეროპორტი­სათ­ვის საავიაციო პერსონალის (სინოპტიკოსების) გაერთიანებული სამე­ფოს „Met Office“-ში მომზადების თაობაზე.

პრემიერ-მინისტრი                                                    ნ. გილაური

კრებსითი — სრული ვერსია